Accentnews.ge
უკრაინა: "რუსეთის ჯარებს ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების წარმოება აღარ შეუძლიათ"

უკრაინა: "რუსეთის ჯარებს ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების წარმოება აღარ შეუძლიათ"

15/05/2023 16:54:18 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერი ანდრეი იუსოვი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარებს ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების წარმოება აღარ შეუძლიათ და ძირითადად თავდაცვაზე არიან ორიენტირებულნი.

მისი თქმით, ზამთრის შემდეგ რუსული სარაკეტო დარტყმის სამიზნეები შეიცვალა და მათი ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა.

როგორც მან აღნიშნა, რუსი სამხედროები ასევე გარკვეული ტიპის რაკეტების დეფიციტს განიცდიან.

"ისინი ეძებენ იარაღს მთელ მსოფლიოში. ეს მცდელობები ჯერ–ჯერობით არც თუ ისე წარმატებულია. მიუხედავად ამისა, რუსულ ძალებს შეუძლიათ, თავდასხმების ინტენსივობა შეინარჩუნონ, რადგან მათ S-300 ტიპის რაკეტების დიდი მარაგი ჯერ კიდევ აქვთ", - განაცხადა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S