
TI: 3 თვეში ყველა პარტიამ ჯამში, 640 569 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 300 000 ლარი "ქართულ ოცნებაზე" მოდიოდა
15/05/2023 16:31:59 საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში ყველა პარტიამ ჯამში, 640 569 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 300 000 ლარი მმართველ პარტია "ქართულ ოცნებაზე" მოდიოდა.
TI–ს ცნობით, მეორე ადგილზეა "ლელო საქართველოსთვის" 201 000 ლარით, ხოლო მესამეზე – "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" 84 299 ლარით.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აცხადებს, საანგარიშო პერიოდში მმართველ პარტიას სულ 8 დონორი ჰყავდა. 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია, აქედან ერთ-ერთის, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიები მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს რეგულარულად იგებენ.