Accentnews.ge
პარლამენტთან მოქალაქეები რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ

პარლამენტთან მოქალაქეები რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ

15/05/2023 16:13:48 საზოგადოება

თბილისში, პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორის, იურისტ კახა წიქარიშვილის განცხადებით, საქართველოს არ აქვს მორალური უფლება რუსეთს დაუახლოვდეს და ევროკავშირს დაშორდეს.

მისი თქმით, მათ პარლამენტში ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით პეტიცია შეიტანეს.

„ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ევროპაში და არა რუსეთში“, – აცხადებენ "მაისის სამოქალაქო მოძრაობის" წევრები.

აქციის ორგანიზატორი "მაისის სამოქალაქო მოძრაობა" არის.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ.

პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები 17 მაისიდან განახლდება.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S