Accentnews.ge
პოლონეთმა რუსეთის საზღვართან განსათავსებლად HIMARS-ები მიიღო

პოლონეთმა რუსეთის საზღვართან განსათავსებლად HIMARS-ები მიიღო

15/05/2023 15:55:41 მსოფლიო

პოლონეთმა HIMARS–ის ტიპის რეაქტიული საარტილერიო სარაკეტო სისტემების პირველი პარტია მიიღო. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ვიცე–პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა გააკეთა.

როგორც ბლაშაკმა აღნიშნა, ამერიკული წარმოების HIMARS-ებს პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განათავსებენ.

"სისტემის მთავარი ამოცანა იქნება აგრესიის შეჩერება, პოლონეთის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჯარის გაძლიერება. საარტილერიო სისტემის მიღება 2019 წლის თებერვლის შეთანხმების ფარგლებში მოხდა. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კიდევ ერთი პარტიის მოწოდებასთან დაკავშირებით. ამერიკის კონგრესმა მხარი დაუჭირა პოლონეთისთვის 500 სისტემის მიყიდვას. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმას, რაც ხდება უკრაინაში. არტილერია თამაშობს საკვანძო როლს ომში. შორ მანძილზე დარტყმის უნარი უდავოდ მნიშვნელოვანია პოლონეთის ჯარის ძლიერებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძალისხმევა პოლონეთის ჯარის ამ შესაძლებლობების გაზრდასთან არის დაკავშირებული", - განაცხადა ბლაშაკმა.

HIMARS არის სატვირთო მანქანაზე დასამაგრებელი საარტილერიო სისტემა, რომელსაც რაკეტების გაშვება 300 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S