Accentnews.ge
სტოლტენბერგი ნატო–ში უკრაინის გაწევრიანებას ომის დასრულების შემდეგ ვარაუდობს

სტოლტენბერგი ნატო–ში უკრაინის გაწევრიანებას ომის დასრულების შემდეგ ვარაუდობს

15/05/2023 15:50:06 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას ომის დასრულების შემდეგ ვარაუდობს. ამის შესახებ მან კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"როცა საქმე გაწევრიანებას ეხება, მე ველი, რომ ნატო–ს მოკავშირეები იტყვიან, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა. მოსკოვის გადასაწყვეტი არ არის, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანამდე, მან აღნიშნა, რომ ალიანსის "ყველაზე გადაუდებელი ამოცანაა, პრეზიდენტმა პუტინმა ვერ მოიგოს ეს ომი":

„ალიანსის ყველაზე გადაუდებელი ამოცანაა, უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება. ასევე ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ კიევს და თავიდან ავიცილოთ ომის გავრცელება უკრაინის ფარგლებს გარეთ".

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დასავლეთი უკრაინის დახმარებას მანამ გააგრძელებს, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S