
სტოლტენბერგი: "ნატო–ს ყველაზე გადაუდებელი ამოცანაა, პრეზიდენტმა პუტინმა ვერ მოიგოს ეს ომი"
15/05/2023 15:40:27 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის "ყველაზე გადაუდებელი ამოცანაა, პრეზიდენტმა პუტინმა ვერ მოიგოს ეს ომი". ამის შესახებ მან კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ალიანსის ყველაზე გადაუდებელი ამოცანაა, უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება. ასევე ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ კიევს და თავიდან ავიცილოთ ომის გავრცელება უკრაინის ფარგლებს გარეთ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დასავლეთი უკრაინის დახმარებას მანამ გააგრძელებს, ვიდრე ეს საჭირო იქნება.