Accentnews.ge
მინისტრი არ აკონკრეტებს, სად იგეგმება ახალი აეროპორტის მშენებლობა

მინისტრი არ აკონკრეტებს, სად იგეგმება ახალი აეროპორტის მშენებლობა

15/05/2023 12:18:25 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი აეროპორტის მშენებლობაისთვის ტერიტორიის შესწავლა უკვე დაწყებულია. თუმცა იგი არ აკონკრეტებს, სად იგეგმება მისი მშენებლობა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ ამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

"თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე სივრცე შეზღუდულია, მას აქვს გაფართოების შესაძლებლობა, მაგრამ როდესაც გრძელვადიან პერიოდზეა საუბარი, ამას ვერ უპასუხებს. ამიტომ დავიწყეთ ახალი ლოკაციის შესწავლა. არ მინდა, დეტალებში შევიდე, შეიძლება, ამით საკითხი დავაზიანოთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S