Accentnews.ge
რომელი ქვეყნებიდან გადმოირიცხა საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აპრილში

რომელი ქვეყნებიდან გადმოირიცხა საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აპრილში

15/05/2023 11:48:26 ეკონომიკა

2023 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 369.7 მლნ აშშ დოლარი (933.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2022 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 20.0%-ით (61.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

ქვეყნებს შორის საქართველოში ყველაზე მეტი გზავნილი კვლავ რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც 160 მილიონი დოლარი შეადგინა.

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი მიიღო:

  1. რუსეთის ფედერაცია - 160 მილიონი დოლარი,
  2. იტალია - 41 მილიონი დოლარი,
  3. აშშ - 34 მილიონი დოლარი,
  4. საბერძნეთი - 20 მილიონი დოლარი,
  5. ყაზახეთი - 20 მილიონი დოლარი,
  6. გერმანია - 18 მილიონი დოლარი,
  7. ისრაელი - 17 მილიონი დოლარი,
  8. თურქეთი - 9 მილიონი დოლარი,
  9. ესპანეთი - 5 მილიონი დოლარი,
  10. აზერბაიჯანი - 5 მილიონი დოლარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S