Accentnews.ge
მოლდოვამ დსთ-ის სტრუქტურებიდან გასვლის პროცესი დაიწყო

მოლდოვამ დსთ-ის სტრუქტურებიდან გასვლის პროცესი დაიწყო

15/05/2023 09:50:49 მსოფლიო

მოლდოვამ დსთ-ის სტრუქტურებიდან პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, მან დააინიცირა პროცედურა მოლდოვას მიერ დსთ–ის საპარლამენტო ასამბლეის დატოვების თაობაზე.

"მას შემდეგ, რაც დსთ–ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სახელმწიფომ (რუსეთის ფედერაციამ) სხვა დამფუძნებელ სახელმწიფოს (უკრაინას) ბარბაროსულად შეუტია, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და მისი მოქალაქეები დახოცა, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობას ვეღარ ვუწოდებთ. [...] აღარ შეგვიძლია, აგრესორ ქვეყანასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დავრჩეთ", - განაცხადა მან.

მოლდოვას, რომელსაც გასულ წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს, საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვების შემდეგ პროდასავლური კურსი აქვს აღებული, ხოლო რუსეთისგან გაძლიერებულ ზეწოლას განიცდის. სანდუმ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რუსეთი მისი ხელისუფლების გადაგდებას ცდილობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S