Accentnews.ge
"პროექტი": "რუსეთის ავიაკომპანიებს სათადარიგო ნაწილების პრობლემები აქვთ"

"პროექტი": "რუსეთის ავიაკომპანიებს სათადარიგო ნაწილების პრობლემები აქვთ"

15/05/2023 09:22:09 მსოფლიო

მას შემდეგ, რაც დასაველთმა რუსეთს უკრაინაში სრულმასშატბიანი შეჭრის გამო სანქციები დაუწესა, რუსულ ავიაკომპანიებს სათადარიგო ნაწილებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, რის გამოც ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ტექნიკურ რეგლამენტს არ იცავენ და გაუმართაობას დადგენილზე უფრო იშვიათად აფიქსირებენ – იუწყება გამოცემა „პროექტი".

"2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციების გამო რუსეთში აკრძალულია სათადარიგო ნაწილების პირდაპირი იმპორტი უცხოური წარმოების თვითმფრინავებისთვის, რომლებიც რუსულ ავიაკომპანიებში აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენს. ეს პრობლემა ჯერ–ჯერობით სხვა თვითმფრინავების დაშლის ხარჯზე გვარდება", – იტყობინება გამოცემა.

მისი ცნობით, ევროპელი და ამერიკელი მწარმოებლებისგან თვითმფრინავების ნაწილებისა და კომპონენტების იმპორტის მოცულობა მკვეთრად შემცირდა და რუსულმა კომპანიებმა დასავლელი მიმწოდებლები ჩინეთის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, უზბეკეთის, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის მიმწოდებლებით შეცვალეს.

"აღსანიშნავია, რომ ყველა იმპორტირებული ნაწილი ახალი არ იყო. რუსული ავიახაზები მალავენ მონაცემებს ე.წ კანიბალიზაციის შესახებ. „პროექტმა“ ავიატრეკერ Flightradar-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვალა, რომ რადგან უმსხვილესი ავიაკომპანიების თვითმფრინავების 10%-ზე მეტი არ აფრენილა ცაში სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს შეიძლება, იმის ნიშანი იყოს, რომ მათი ნაწილი მაინც დაშალეს", – იუწყება „პროექტი".

გამოცემის ინფორმაციით, სათადარიგო ნაწილების მიწოდების შეფერხებების გამო რუსეთის ავიაკომპანიებს ფრენის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებისგან გადახვევა უკვე მოუწიათ:

"კერძოდ, შეიცვალა საბორტო ჟურნალების წარმოების წესები. მათში ახლა ყველა დარღვევა არ ფიქსირდება. ეს პრაქტიკა დანერგილია, მაგალითად, „აეროფლოტში“. ასევე იზრდება ვადა, რომლის განმავლობაშიც თვითმფრინავში აღმოჩენილი გაუმართაობის გამოსწორების გარეშე ფრენაა ნებადართული".

როგორც "პროექტი" იტყობინება, პრობლემაა აგრეთვე თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება და აუცილებელი ტექნიკური შემოწმება:

"რუსეთს აუცილებელი სიღრმისეული ტექნიკური შემოწმების სიმძლავრეები და სპეციალისტები არ გააჩნია. ადრე ისინი დასავლეთის ქვეყნებში ტარდებოდა".

„პროექტი“ იტყობინება, რომ ავიაკომპანიებმა არ უპასუხეს მის კითხვებს.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიცავს რუსეთში თვითმფრინავების მიწოდების აკრძალვას, ასევე რუსული თვითმფრინავების ფრენის აკრძალვას იმ ქვეყნებში, რომლებმაც სანქციები და საჰაერო სივრცის დახურვა დაუწესეს მათ. გარდა ამისა, სადაზღვევო სერტიფიკატები გაუქმდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S