
საქსტატი: აპრილში იმპორტი 10%-ით, ხოლო ექსპორტი 20%-ით გაიზარდა
15/05/2023 08:23:34 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აპრილში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21,9%–ით გაიზარდა. გაზრდილია როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის მაჩვენებელი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აპრილის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 1.09 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,10%-ით მეტია.
რაც შეეხება ექსპორტს, ის აპრილში 20%-ით გაიზარდა. თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 498 მილიონის დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა.
რომელ ქვეყნებში რომელი საქონლის იმპორტი და ექსპორტი არის გაზრდილი ჯერ–ჯერობით უცნობია. აღნიშნულ სტატისტიკას საქსტატი 19 მაისს გამოაქვეყნებს.