თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს
15/05/2023 07:02:18 მსოფლიო
თურქეთში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, 50.11%-ით მმართველი პარტია „სახალხო ალიანსი“ ლიდერობს. 34.76%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი, ხოლო 9.79%-ით მესამე ადგილს მემარცხენე ძალების ალიანსი იკავებს.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, ხმების 97.77%-ის დათვლის შედეგად ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ხმების 49.34% აქვს, მის მთავარ კონკურენტს ოპოზიციური "სახალხო ალიანსიდან" ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 44.98%. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.
ხმების დათვლა გრძელდება.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება.


