Accentnews.ge
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 23-ე კმ-ზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 23-ე კმ-ზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

15/05/2023 06:55:26 რეგიონები, რეკლამა

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 23-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მისი ცნობით, ალპანა-მამისონის უღელტეხილზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)- ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S