
დღეს ზელენსკი ბრიტანეთს ეწვევა
15/05/2023 06:30:47 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დღეს დიდ ბრიტანეთს ეწვევა.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, იგი პრემიერ–მინისტრ რიში სუნაკს შეხვდება.
"დიდი ბრიტანეთი არის ლიდერი, როდესაც საქმე ეხება უკრანის შესაძლებლობების გაძლიერებას ხმელეთსა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა გაგრძელდება დღეს. მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიშის. ჩვენ გავმართავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს როგორც პირისპირ, ისე დელეგაციების ფორმატში", – წერს ზელენსკი.
მანამდე, ზელენსკი საფრანგეთს სტუმრობდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, დასავლეთის ქვეყნები კიევს დახმარებას რეგულარულად უწევენ. მათი თქმით, ეს დახმარება გაგრძელდება მანამ, ვიდრე საჭირო იქნება.