Accentnews.ge
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა დაადასტურა, რომ ლუკაშენკო 9 მაისს რუსეთში ყოფნისას შეუძლოდ გახდა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა დაადასტურა, რომ ლუკაშენკო 9 მაისს რუსეთში ყოფნისას შეუძლოდ გახდა

15/05/2023 05:30:18 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა დაადასტურა, რომ ლუკაშენკო 9 მაისს რუსეთში ყოფნისას შეუძლოდ გახდა.

იგი ლუკაშენკოს დიაგნოზს არ აკონკრეტებს, თუმცა ირწმუნება, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.

„ეს არ არის კოვიდი. უბრალოდ, ადამიანი ავად გახდა. მიუხედავად ამისა, თავი მოვალედ ჩათვალა, რომ მოსკოვში ჩამოსულიყო, იმავე საღამოს კი, ღონისძიებები მინსკში გამართა. ალბათ, გარკვეული დასვენება სჭირდება. ეს არის და ეს“, - განაცხადა ზატულინმა.

ცნო­ბის­თვის: 9 მაისს მსოფლიო მედია იუწყებოდა, რომ ბე­ლა­რუ­სის ავტორიტარი ლი­დე­რი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო რუსეთში ყოფნისას შეუძლოდ გახდა და მოსკოვის სასწრაფოდ დატოვება მოუწია.

ლუკაშენკოს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი განცხადება მინსკს ამ დრომდე არ გაუკეთებია.

9 მა­ი­სის აღ­ლუმ­ზე მოს­კოვ­ში დსთ-ს ქვეყ­ნე­ბის შვი­დი ლი­დე­რი ჩა­ვი­და: ლუ­კა­შენ­კოს გარ­და, ყა­ზა­ხე­თის, ყირ­გი­ზე­თის, ტა­ჯი­კე­თის, თურ­ქმე­ნე­თი­სა და უზ­ბე­კე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბი, ასე­ვე სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. მათი ჩას­ვლის შე­სა­ხებ მხო­ლოდ წინა დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი. მათ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუ­ტინ­მა აღ­ლუმ­ზე გა­მოს­ვლი­სას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მოს­კოვ­ში ჩა­სულ ლი­დე­რებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S