Accentnews.ge
საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს გადასცემს

15/05/2023 05:02:48 მსოფლიო

საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს. ქვეყანა ასევე ფოკუსირებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერაზე, - ამის შესახებ უკრაინისა და საფრანგეთის ერთობლივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც ორი ქვეყნის პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

"ეროვნული წვლილის გარდა, საფრანგეთი აქტიურად არის ჩართული ევროკავშირისა და ნატო–ს ღონისძიებებში, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო დახმარებას და უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამხედრო დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინას სამოქალაქო დახმარებასაც უწევს, მათ შორის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და გადაუდებელ მხარდაჭერას.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთს გუშინ ეწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S