თურქეთში სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
15/05/2023 04:46:24 მსოფლიო
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.77%-ის დათვლის შედეგად ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ხმების 49.34% აქვს, მის მთავარ კონკურენტს ოპოზიციური "სახალხო ალიანსიდან" ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 44.98%.
რაც შეეხება პრეზიდენტობის მესამე კანდიდატს სინან ოგანს, წინასწარი შედეგების თანახმად, მან ამომრჩევლების ხმების 5.24% მიიღო.
ხმების დათვლა გრძელდება.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.
რაც შეეხება თურქეთში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, 50.11%-ით ლიდერობს ერდოღანის „სახალხო ალიანსი“. 34.76%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი. 9.79%-ით მესამე ადგილს მემარცხენე ძალების ალიანსი იკავებს.
არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გამოცხადდება.


