
თბილისში კედლის გამაგრების სამუშაოების დროს ორი მუშა დაიღუპა
14/05/2023 14:20:52 საზოგადოება
თბილისში, სვანეთის უბანში, ართვინის ქუჩაზე კომპანია “ოუ ნი” გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ავარიული ფერდობის მასა ჩამოიშალა და კომპანიის ორი თანამშრომელი მოიყოლა.
მომხდარის შედეგად ორივე მუშა დაიღუპა.
სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.