როგორ დაკარგა რუსეთმა ერთ დღეში მთელი სამხედრო ავიაჯგუფი
14/05/2023 07:58:24 მსოფლიო
უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა მთელი ავიაჯგუფი - 2 მი-8 ტიპის სამხედრო შვეულმფრენი და გამანადგურებელი თვითმფრინავები - სუ-34 და სუ-25 დაკარგა.
რუსეთის სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოებიც ცნობით, სავარაუდოდ, დაიღუპნენ ოთხივე საფრენი აპარატის ეკიპაჟის წევრები. გამოითხვა ვარაუდი, საჰაერო ხომალდები ე.წ. „საჰაერო ალყის“ შედეგად უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
რუსი სამხედრო კორესპონდენტები წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ავიაჯგუფის წინააღმდეგ, გამოიყენეს ახალი ალყის ახალი ტაქტიკა.
კომენტატორები ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ ბრიანსკის ოლქის კლინცოვოს რაიონში ამოქმედდა გეგმა „გადატაცება“. რაიონში ეძებენ დივერსანტებს, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონოდათ ამ თავდასხმასთან.
გამოცემა Коммерсантъ-ის ცნობით, თვითმფრინავები თითქმის ერთდროულად ჩამოვარდნენ. წყარო იუწყება, რომ ოთხივე საფრენი აპარატი ერთ საავიაციო დაჯგუფებაში შედიოდა, რომელიც უკრაინაში, კერძოდ კი ჩერნიჰივის ოლქში საავაციო დარტყმებისთვის ემზადებოდა. ასეთი ოპერაციებისას ვერტმფრენები დაზღვევის ფუნქციას ასრულებს, სწორედ მათ უნდა გამოიყვანონ პილოტი, თუ თვითმფრინავს მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩამოაგდებენ. ბაზირების აეროდრომზე ამ საავიაციო დანაყოფის არც ერთი აპარატი არ დაბრუნებულა.
წყაროს ცნობით, შესაძლოა რომ რუსეთის-საჰაერო კოსმური ძალების თვითმფრინავები ე.წ. საჰაერო ჩასაფრებში აღმოჩნდნენ, რასაც წინ უძღოდა მათ ტრაექტორიაზე დაკვირვება და ზუსტი ადგილმდებარეობის გამოთვლა.
მომხდარის მიზეზის შესახებ 3 ვერსია ვრცელდება: ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შესაძლოა საქმე გვქონდეს საავიაციო რაკეტების ეფექტურ გამოყენებასთან. კერძოდ საუბარია AIM-120A/B/C-ის ტიპის საავიაციო რაკეტებზე. ამ ვერსიის სასარგებლოდ შესაძლოა მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ უკრაინამ გასულ კვირას რამდენიმე МиГ29 მიიღო. ამ საბჭოთა გამანადგურებლებს შეუძლიათ AIM-120A/B/C-ის ტიპის რაკეტების ტარება, მათი მოქმედების რადიუსი 70 კილომეტრს აღწევს.
კიდევ ერთი ვერსიით რუსული საფრენი აპარატები შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედმა დივერსიულმა დაჯგუფებებმა ამერიკული მობილური თავდაცვის სისტემებით ჩამოაგდეს. საუბარია Stinger-ებზე.
მესამე ვერსიით, საქმე გვაქვს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურ მოქმედებასთან. ამ ვერსიით, ЗСУ-მ მობილური სისტემები რუსეთის საზღვრისკენ გადაიწია, ამან კი შესაძლებელი გახადა საფრენი აპარატების რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოგდება. საუბარია C-300-ის ტიპის მობილურ დანადგარებზე, რომელთა მოქმედების რადიუსიც 200 კილომეტრს აღწევს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ დანაკარგთან დაკავშირებით დუმს.


