Accentnews.ge
ისრაელსა და „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ზავი ამოქმედდა

ისრაელსა და „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ზავი ამოქმედდა

14/05/2023 07:51:40 მსოფლიო

13 მაისის საღამოს ისრაელსა და პალესტინის რადიკალურ დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ შორის, ეგვიპტის შუამავლობით დადებული ზავი ამოქმედდა.

დაზავების ფაქტი „ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლებმა დაადასტურეს, ისრაელს კი ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ამ ზავმა უნდა შეაჩეროს შეტევები, რომლებიც ზედიზედ ხუთ დღეს გაგრძელდა.

სამშაბათს დილით ისრაელმა მიზნობრივი დარტმები მიაყენა ღაზის სექტორს. პალესტინელებმა დაადასტურეს „ისლამური ჯიჰადის“ რამდენიმე მეთაურის სიკვდილი. დაღუპულთა შორის იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მათ შორის რუსი ეროვნების ექიმიც.

პალესტინურმა დაჯგუფებამ ისრაელს სარაკეტო თავდასხმით უპასუხა: 5 დღეში მათ 1000–ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, ზოგიერთმა მათგანმა თელ-ავივამდე მიაღწიაც. ამ საჰაერო დარტყმებს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელმა ღაზას დაბომბვის ახალი ტალღით უპასუხა. გავრცელებული ცნობებით, „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ სამი ცნობილი მეთაურია დაღუპული.

პალესტინური დაჯგუფება არ აღიარებს ისრაელის არსებობას, ხოლო ისრაელის ხელისუფლება, თავის მხრივ, მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ამიტომ ისინი არ აწარმოებენ უშუალო მოლაპარაკებებს ერთმანეთთან - შუამავლის როლი ეგვიპტეს აქვს.

ზავი იდება განუსაზღვრელი ვადით, ხოლო არც ერთი მხარე პოზიციებს არ თმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S