Accentnews.ge
რუსეთი ბახმუტში რიგი პოზიციებიდან უკან დახევას აღიარებს

რუსეთი ბახმუტში რიგი პოზიციებიდან უკან დახევას აღიარებს

13/05/2023 08:36:41 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბახმუტში რიგი პოზიციებიდან უკან დახევას აღიარებს. ამის შესახებ თავადაცის უწყების წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, "უკრაინამ კონტრშეტევა1000-ზე მეტი ჯარისკაცითა და 40-მდე ტანკით დაიწყო".

გუშინ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბახმუტში ჩასვლისკენ მოუწოდებდა:

„ვაგნერი“ ბახმუტის ტერიტორიის 95%–ს აკონტროლებს და შეტევას აგრძელებს. უკრაინელმა სამხედროებმა არაერთი წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს იმ ფლანგებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არიან განლაგებულნი. რთული ოპერაციული ვითარებიდან გამომდინარე ისევე, როგორც საბრძოლო მოქმედებების წარმოების თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით გთხოვთ, ჩამობრძანდეთ რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშ მყოფი დასახლებული პუნქტი ბახმუტის ტერიტორიაზე და არსებული მდგომარეობა დამოუკიდებლად შეაფასოთ“.

12 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის რაიონში 2 კილომეტრით წაიწიეს წინ.

მანამდე, ამერიკული ანალიტიკური ცენტრი "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) იუწყებოდა, "რომ უკრაინელმა სამხედროებმა ლოკალური კონტრშეტევების შედეგად ბახმუტის მახლობლად რუსეთის ძალების ზოგიერთი პოზიცია გაარღვიეს".

ISW–ს ინფორმაციით, უკრაინელებმა ბახმუტი-ჩასოვ იარის ავტომაგისტრალის მონაკვეთი დაიკავეს.

11 მაისს რუსი სამხედრო კორესპონდენტების ნაწილი უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყების შესახებ იუწყებოდა.

კერძოდ, ევგენი პოდდუბნი წერდა: 'უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის მიმართულებაზე რუსული ძალების ალყაში მოქცევის ოპერაციის რეალიზება დაიწყეს და ამავდროულად, ფრონტის ხაზი გაარღვიეს სოლედარის მიდამოებში. უკრაინული ტანკები ხარკოვის შემოვლით გზაზე შენიშნეს და ისინი რუსეთთან საზღვრისკენ მიემართებიან, პარალელურად კი ხარკოვის მიდამოებში ურაინელი სამხედროების გააქტიურება შეინიშნება".

10 მაისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევის მომზადებას "გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება, რადგან ახლა რომ დაწყებულიყო, იგი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიუღებლად დიდ მსხვერპლად დაუჯდებოდათ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S