Accentnews.ge
სააკაშვილი: "გრძელდება ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის"

სააკაშვილი: "გრძელდება ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის"

12/05/2023 15:00:55 საზოგადოება

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ "სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება".

"ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება. მე მინდა, ყველა ჩემმა მომხრემ და საერთოდ საღი აზრის მქონე ყველა ადამიანმა გაიაზროს, რომ უკვე თითქმის ორი წელია მაწამებენ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით, სრულიად უდანაშაულოს.

ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთის ცხვირწინ შევქმენი ნამდვილი სახელმწიფო და მყარად შემოვატრიალე ის ევროკავშირისა და ნატოსკენ. ახლა ამას ყველაფერს დიდი საფრთხე ემუქრება და ამიტომაც ვყავარ პუტინის ბრძანებით ციხეში", - წერია განცხადებაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

მან, ასევე მოუწოდა ქართველებს მსოფლიოში და საქართველოში, "უფრო ხმამაღლა ამოიღონ ხმა ამ უსამართლობაზე!"

"მინდა, რომ საქართველომაც კიდევ უფრო ხმამაღლა ამოიღოს ხმა ჩემი, ნიკას, ლაზარეს, ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულის თავისუფლებისთვის.

მხოლოდ უცხოეთი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დაგვეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს ჩვენს შემდგომ შეუპოვარ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ იქნება მხოლოდ უკრაინის იმედზე", - წერია სააკაშვილის განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილს საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავე დროს, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განმარტებით, საუბარია სარჩელის განხილვამდე დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე. თავად სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S