Accentnews.ge
ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში, მათ შორის საქართველოს ეწვევა

ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში, მათ შორის საქართველოს ეწვევა

12/05/2023 13:13:09 მსოფლიო

ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი, მათ შორის საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია "აქცენტს" ევროკომისიის პრეს–სამსახურში დაუდასტურეს.

„დეივიდ ო’სალივანი ამჟამად რიგ მესამე ქვეყნებს სტუმრობს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების განხორციელებასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთა მონახულებასაც იგი უახლოეს კვირებსა და თვეებში აპირებს“, – ნათქვამია ევროკომისიის პრეს–სამსახურის მიერ "აქცენტისთვის" გამოგზავნილ პასუხში.

როგორც დასავლური მედია იუწყება, დევიდ ო’სალივანი რუსეთისთვუს დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მასშტაბების შესაფასებლად თურქეთს, უზბეკეთსა და ყაზახეთს უკვე სტუმრობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S