Accentnews.ge
საპატრულო პოლიციის უფროსი: "არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ადგილზე არავის არ აქვს"

საპატრულო პოლიციის უფროსი: "არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ადგილზე არავის არ აქვს"

17/11/2019 10:04:25 სხვა, სამართალი

საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, პარლამენტის შენობაში მობილიზებულ სამართალდამცველებს "არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ". 

"შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფებს აქვთ თავისი აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, გამწვავების შემთხვევაში და არანაირ ცეცხლსასროლ იარაღი ადგილზე არავის არ აქვს", – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობაში მობილიზებულ სამართალდამცველებს თან იარაღი აქვს.

დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო სამართალდამცველები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, შენობის წინ და ეზოშიც არიან მობილიზებულები.  

პარლამენტის ეზოში სამართალდამცავების გარდა, მობილიზებულია გადაუდებელ დახმარებათა დეპარტამენტის სახანძრო სამაშველო ჯგუფი. 

პარლამენტის გარდა, დიდი ოდენობით საპოლიციო დანაყოფები მობილიზებულია კანცელარიასთან, ასევე "ქართული ოცნების" ოფისთან. 

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" და ოპოზიციის ორგანიზებით პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია 15:00 საათზე დაიწყება.  პროტესტი "ქართული ოცნების" მიერ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობის უკან წაღებას მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S