
ვოლსკი: სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან საინტერესო მსჯელობა გვქონდა თავდაცვის კოდექსის პროექტზე
12/05/2023 10:30:26 პოლიტიკა, საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრა.
მისი თქმით, სტუდენტებთან თავდაცვის კოდექსის პროექტზე საინტერესო მსჯელობა გაიმართა.
"დღეს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის ბაზას ვესტუმრეთ. საინტერესო მსჯელობა გვქონდა თავდაცვის კოდექსის პროექტზე. ბევრი რამ გაიგეს თანამედროვე ქართული ჯარის წვრთნის, შეიარაღების და სოციალური პროგრამების შესახებ. დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა სამინისტროს და ბრიგადის სამეთაურო შემადგენლობას, ოფიცრებს, ჯარისკაცებს, ყველას ვინც ესოდენ საინტერესო დღე აჩუქა ახალგაზრდებს!", – წერს ვოლსკი სოციალურ ქსელში.