Accentnews.ge
ილონ მასკმა "ტვიტერის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა

ილონ მასკმა "ტვიტერის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა

12/05/2023 10:11:24 მსოფლიო

"ტვიტერის" მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. რატომ დატოვა "პოსტი" მას არ დაუკონკრეტებია.

მასკის თქმით, მან თავისი მემკვიდრე უკვე იპოვა. თუმცა მილიარდერს მისი ვინაობა არ დაუსახელებია.

როგორც მასკი აცხადებს, თავად კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და ტექნიკური დირექტორის თანამდებობებს დაიკავებს.

ილონ მასკმა "ტვიტერი" 44 მილიარდ დოლარად გასული წლის ოქტომბერში შეიძინა. მან პირობა დადო, რომ რადიკალურად შეცვლიდა სოციალური ქსელის მუშაობას, მაგრამ ეს მცდელობა სკანდალებში გადაიზარდა, მათ შორის მოხდა თანამშრომლების გათავისუფლება, მომხმარებლის ფასიანი ვერიფიკაციის შემოღება და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიშის განბლოკვა. მასკი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სიტყვის თავისუფლების დაცვის სურვილით ხსნიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S