ჩინეთი უკრაინასა და რუსეთში სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის
12/05/2023 09:58:10 მსოფლიო
ჩინეთი უკრაინასა და რუსეთში სპეციალურ წარმომადგენელ ლი ჰუის აგზავნის.
პეკინის ცნობით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით ჰუი 15 მაისს უკრაინას, შემდეგ კი პოლონეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს ესტუმრება.
ბოლო თვეების განმავლობაში ჩინეთი ცდილობს, რუსეთ–უკრაინას შორის შუამავლის როლი შეასრულოს. თუმცა მიუხედავად ჩინეთის განცხადებისა, რომ ნეიტრალური მხარეა, მას მკაცრად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ პეკინმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა არ დაგმო.


