პოლონეთის სენატი ნატო–ს უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებისკენ მოუწოდებს
12/05/2023 09:06:46 მსოფლიო
პოლონეთის სენატი ნატო–ს უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებისკენ მოუწოდებს.
პოლონელი სენატორები აცხადებენ, რომ ვილნიუსის სამიტი ალიანსში უკრაინის წევრობისთვის მომზადების მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა გახდეს.
როგორც სენატის მიერ მიღებულ შესაბამის რეზოლუციაშია ნათქვამი, "უკრაინა რუსეთთან ბრძოლით ევროპას იცავს".
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კიევს ნატო–ს ქვეყნებიდან მეტი მხარდაჭერა სჭირდება.


