Accentnews.ge
შსს: "ადმინისტრაციული შენობების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ აღიკვეთება"

შსს: "ადმინისტრაციული შენობების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ აღიკვეთება"

17/11/2019 10:23:06 სხვა, სამართალი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

„აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა, პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა ერთი მხრივ დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, და მეორეს მხრივ, სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა“,  – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

უწყება მოუწოდებს „ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს". 

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" და ოპოზიციის ორგანიზებით პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია 15:00 საათზე დაიწყება.  პროტესტი "ქართული ოცნების" მიერ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობის უკან წაღებას მოჰყვა.

პარლამენტის გარდა, კანცელარიასთან, ასევე "ქართული ოცნების" ოფისთან, მობილიზებულია დიდი ოდენობით საპოლიციო დანაყოფები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S