მოსკოვის მახლობლად საწყობები იწვის
12/05/2023 07:06:07 მსოფლიო
მოსკოვის მახლობლად, ძერჟინსკიში, საბურავების საწყობები იწვის,– იუწყებიან რუსული წყაროები.
მედიის ცნობით, ხანძარი სადოვაიას ქუჩაზე, თბოელექტროსადგურთან ახლოს მძვინვარებს.
სახელისუფლებო "რია ნოვოსტი" იტყობინება, რომ ცეცხლმა 2,5 ათას კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა.


