Accentnews.ge
ზელენსკის "ევროვიზიის" აუდიტორიისადმი მიმართვაზე უარი განუცხადეს

ზელენსკის "ევროვიზიის" აუდიტორიისადმი მიმართვაზე უარი განუცხადეს

12/05/2023 06:26:28 მსოფლიო

"ევროპის მაუწყებელთა კავშირმა" (EBU), რომელიც „ევროვიზიის“ ორგანიზატორია, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მუსიკალური კონკურსის ფინალში აუდიტორიისადმი მიმართვაზე უარი განუცხადა.

EBU–ს ხელმძღავნელებმა უარი იმით ახსნეს, რომ „ევროვიზია“ საერთაშორისო გასართობი შოუა და დადგენილი მკაცრი წესების და პრინციპების დაცვით ტარდება".

"ევროპის მაუწყებელთა კავშირის" ოფიციალურ განცხადებაში ერთ-ერთ მთავარ პრინციპად დასახელებულია კონკურსის არაპოლიტიკური ხასიათი.

"ევროვიზია 2023" უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, რადგან წინა წლის კონკურსში უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra გაიმარჯვა. თუმცა ომის გამო წლევანდელ კონკურსს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული მასპინძლობს. 2022 წელს ბრიტანეთის წარმომადგენელმა მეორე ადგილი დაიკავა.

"ევროვიზიის" ნახევარფინალი 10-11 მაისს გაიმართა. კონკურსანტებს ხმას მაყურებლები აძლევდნენ. ფინალში გავიდნენ: ხორვატია, მოლდოვა, შვეიცარია, ფინეთი, ჩეხეთი, ისრაელი, პორტუგალია, შვედეთი, ნორვეგია, სერბეთი, ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ბელგია, ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი და სლოვენია. საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი ფინალში ვერ გავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S