პენსიონერ ქალს პუტინის მშობლების საფლავზე დატოვებული ბარათისთვის პირობითი პატიმრობა შეეფარდა
11/05/2023 19:28:57 მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მშობლების საფლავზე ბარათის დატოვების გამო მოქალაქე ირინა ციბანოვას ორი წლით პირობითი პატიმორბა მიუსაჯა. პენსიონერი ქალი "პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე საფლავების შეურაცხყოფისთვის" დამნაშავედ ცნეს.
ბარათში, რომელიც ციბანოვამ პუტინის მშობლების საფლავზე დატოვა, ეწერა, რომ მათ "გაზარდეს ურჩხული და მკვლელი, რომლის სიკვდილზეც მთელი მსოფლიო ლოცულობს".
„მანიაკის მშობლებო, წაიყვანეთ იგი თქვენთან“,– ეწერა ბარათში.
პროკურატურა მსჯავრდებულისთვის თავისუფლების 3 წლით აღკვეთას ითხოვდა.


