
ჯანდაცვის კომიტეტმა აქონდროპლაზიის მედიკამენტზე პეტიცია განიხილა და სამინისტროს გადაუგზავნა
11/05/2023 18:20:03 საზოგადოება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა აქონდროპლაზიის მედიკამენტზე პეტიცია განიხილა და სამინისტროს გადაუგზავნა.
პარლამენტის პრეს–სამსახურის ცნობით, კომიტეტი პეტიციის აღსრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს.
აქოდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედა მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „საქმე წინ მიდის”. მისი ცნობით, 15 მაისს ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი სხდომა გაიმართება და მას 4 მშობელი დაესწრება.
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა კანცელარიასთან 24-საათიანი აქციები 5 მაისს ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. მათ დაჰპირდნენ, რომ უახლოეს ხანში შეიქმნება აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლი და გაიდლაინი. ფინანსთა სამინისტრო კი მზად არის, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან თანხმობის გაცემის შემდეგ მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შესასყიდად თანხა გამოყოს.