Accentnews.ge
პოლონეთი: მოკავშირეებმა უკრაინას კონტრშეტევისთვის 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს

პოლონეთი: მოკავშირეებმა უკრაინას კონტრშეტევისთვის 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს

11/05/2023 17:55:04 მსოფლიო

ევროკავშირში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლობა აცხადებს, რომ მოკავშირეებმა უკრაინას კონტრშეტევისთვის 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს.

მისი ცნობით, კიევს 575 ტანკიდან 325 ვარშავამ, 85 ნიდერლანდებმა, 80 გერმანიამ და 76 აშშ–მა გაუგზავნეს.

რაც შეეხება თვითმფრინავებს, როგორც ევროკავშირში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლობა იუწყება, უკრაინისთვის მიწოდებული 28 თვითმფრინავიდან 14 პოლონეთის ანგარიშზე მოდის. საუბარია მიგ-29 ტიპის გამანადგურებლებზე.

დღესვე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow–ის ტიპის რაკეტები გადასცა. რაკეტას 250კმ. სიგრძის მანძილის დაფარვა შეუძლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S