მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ქართველი ძიუდოისტები დაუპირისპირდნენ
11/05/2023 17:15:04 საზოგადოება
ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები შეხვდნენ. დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს მამაკაცთა შორის 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის კონკურენცია ლაშა ბექაურისა და ლუკა მაისურაძის ფინალით დაგვირგვინდა.
ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში ლუკა მაისურაძემ გაიმარჯვა.
დოჰაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ქართული ძიუდოს ისტორიაში რამდენიმე სარეკორდო შედეგი დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღემდე მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი იყო. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილი კი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) დაიკავა.
1) ქართველი (ტატო გრიგალშვილი) ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი შემთხვევაა. ქართული ძიუდოს ისტორიაში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი მხოლოდ გრიგალაშვილია.
2) მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში ორი ქართველი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდა.
3) ქართველებმა ზედიზედ მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეს ოქროს მედალი.
4) ჩვენი ძიუდოისტების მიერ ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ორი ოქროს მედალიც პირველი შემთხვევაა.


