პოლონეთმა უკრაინას 14 თვითმფრინავი გადასცა
11/05/2023 16:50:07 მსოფლიო
პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა 14 ერთეული მიგ-29 თვითმფრინავი. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლობა “ტვიტერში” პირად გვერდზე ავრცელებს.
მისი თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული 575 ტანკიდან 325 პოლონეთის მიერ იყო მიწოდებული.
მარტის შუა რიცხვებში პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინას მიგ-29–ებს გადასცემდა.
უკრაინა დიდი ხანია, დასავლეთისგან თანამედორვე მოიერიშე თვითმფრინავებს ითხოვს. აშშ–მა და გერმანიამ განაცხადეს, რომ კიევში თვითმფრინავების გაგზავნის საკითხს არ განიხილავენ.


