ბრიტანეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები გადასცა
11/05/2023 16:13:57 მსოფლიო
ბრიტანეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები გადასცა, – იუწყება დასავლური მედია.
მისი ცნობით, Storm Shadow–ს ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიერაა შექმნილი.
რატეკას 250 კმ-ზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლია.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის მთავრობისგან მიიღო გარანტიები, რომ ამ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებისთვის არ გამოიყენებენ.


