Accentnews.ge
უკრაინის საგარეო უწყება: რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს

უკრაინის საგარეო უწყება: რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს

11/05/2023 15:44:13 პოლიტიკა

ოფიციალური კიევი მიიჩნევს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს ფრენები საქართველოში და გააუქმოს ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ერთგვარი მადლიერებაა მოსკოვისგან საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომელიც დასავლურ სანქციებს არ შეუერთდა და ევროკავშირისკენ სვლა შეანელა.

"ნორმალიზაციის ეს კურსი მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, მცოცავ "ბორდერიზაციას", ადამიანების გატაცებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევას აგრძელებს. რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს. ხოლო ეშმაკთან გარიგებაში, როგორც მოგეხსენებათ, ეშმაკი იმარჯვებს", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ოლეჰ ნიკოლენკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ "მოახდინოს რუსეთის მიმართ პოლიტიკის სინქრონიზება ევროკავშირის პოლიტიკასთან და ასევე შემდგომში თავი შეიკავოს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლის უარმყოფელი ქმედებებისგან".

"ნორმალიზაციის ეს კურსი მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, მცოცავ "ბორდერიზაციას" და სადემარკაციო ხაზთან ადამიანების გატაცებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევას.

ცნობისთვის: 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S