Accentnews.ge
პრემიერი: "თუ ვინმეს რუსეთიდან ფრენები, ან უვიზო რეჟიმი არ მოეწონა, შეუძლიათ, გახსნან რეისები და უვიზო რეჟიმი, მათ შორის – ამერიკიდან"

პრემიერი: "თუ ვინმეს რუსეთიდან ფრენები, ან უვიზო რეჟიმი არ მოეწონა, შეუძლიათ, გახსნან რეისები და უვიზო რეჟიმი, მათ შორის – ამერიკიდან"

11/05/2023 14:20:44 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგ ქვეყნებს, მათ შორის აშშ–ს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

"თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშნვა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ, გახსნან სხვა რეისებიც, პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, სხვა ქვეყნებში, ჩინეთში და ასე შემდეგ", – განაცხადა პრემიერმა.

,მან აღნიშნა, რომ მიესალმება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებებს საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე.

„ეს ჰუმანიტარული თვალსაზრისით მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი",– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთთან უვიზო რეჟიმი საქართველომდე უკრაინას და მოლდოვას ჰქონდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S