
რუსეთის ოთხმა ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით კვირაში 49 ფრენის სურვილი გამოთქვა
11/05/2023 14:10:52 საზოგადოება
ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ რუსეთის ოთხმა ავიაკომპანიამ მოსკოვიდან თბილისში კვირაში 49 ფრენის სურვილი გამოთქვა.
რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის ყველაზე მეტი ფრენის შესრულება Red Wings-ს უნდა, კვირაში 21 ფრენა. სახელმწიფო ავიაკომპანია აეროფლოტს კვირაში 14 ფრენის შესრულება სურს, Nordwind-ს კვირაში 7-ის, ასევე, კვირაში 7 ფრენის შესრულების სურვილი აქვს ავიაკომპანია Azimuth-ს.
გარდა ამისა, Red Wings სურს, კვირაში 7 ფრენა შეასრულოს სამარადან და ყაზანიდან თბილისის მიმართულებით.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განმარტება, მიმართეს თუ არა ავიაკომპანიებმა ფრენის ნებართვისთვის.
მანამდე აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირმა და ევროპული ქვეყნების ელჩებმა გააფრთხილეს საქართველო მოსალოდნელი რისკების შესახებ. "აქცენტი" მათ კომენტარებს გთავაზობთ:
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს მოსალოდნელი სანქციების შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს
პიტერ სტანო: "საქართველომ სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას"
გერმანიის ელჩი – პუტინის გადაწყვეტილებებზე: "რუსეთის თამაშებით არავინ მოტყუვდება"