თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა
11/05/2023 13:19:57 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მუჰარემ ინჯემ საარჩევნო კამპანიის კულმინაციურ ფაზაში შეწყვიტა ბრძოლა პრეზიდენტობისთვის. მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამას "სამშობლოსთვის აკეთებს".
„ვტოვებ რბოლას. მე ამას ვაკეთებ ჩემი სამშობლოსთვის. თურქეთს მესამე ვარიანტი შევთავაზე. ვცადე არხის გახსნა. ამ არხზე წარმატებას ვერ მივაღწიეთ. ვიყავი რაიონულ და სამხარეო ადმინისტრაციაში, ხუთი ვადით ვიყავი დეპუტატი, გავხდი პრეზიდენტობის კანდიდატი, შევქმენი პარტია. 40 წელზე მეტია, ვიბრძვი…რაც ვნახე ამ ბოლო 45 დღის განმავლობაში, 45 წელია არ მინახავს”, – განუცხადა ინჯემ ჟურნალისტებს ანკარაში გამართულ ბრიფინგზე.
აქამდე, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ ოთხი კანდიდატი იყო რეგისტრირებული.


