Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: აპრილში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 000-მდე პატიმარი დაიქირავა

ბრიტანული დაზვერვა: აპრილში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 000-მდე პატიმარი დაიქირავა

11/05/2023 11:13:28 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის დასაწყისიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინასთან საომრად პატიმრების დაქირავება აქტიურად დაიწყო.

როგორც ბრიტანული დაზვერვა იუწყება, მხოლოდ აპრილში რუსეთის თავდაცვის უწყებამ 10 000-მდე პატიმარი დაიქირავა.

"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პატიმრების ხარჯზე კონტინგენტის გაზრდით ცდილობს, თავიდან აიცილოს ახალი, იძულებითი მობილიზაცია, რომელიც ადგილობრივ საზოგადოებაში უარყოფით რეაქციას გამოიწვევს", – აცხადებენ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S