Accentnews.ge
რუსეთის ბრიანსკის ოლქზე  "დრონებით" შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის ბრიანსკის ოლქზე "დრონებით" შეტევის შესახებ იუწყებიან

11/05/2023 10:32:51 მსოფლიო

რუსეთის ბრიანსკის ოლქზე "დრონებით" შეტევის შესახებ იუწყებიან. შესაბამისი განცხადება ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა გააკეთა.

"უკრაინულმა "დრონმა" თავდასხმა განახორციელა კლინცოვის ნავთობის ბაზაზე, რომელიც კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის. უპილოტო საფრენი აპარატით იერიში ქალაქ სტაროდუბის ადმინისტრაციულ შენობაზეც მიიტანეს. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია", – აცხადებს ბოგომაზი.

რუსეთის ბრიანსკის ოლქი უკრაინის სუმის და ჩერნიგოვის ოლქებს ესაზღვრება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის ტერიტორიაზე "დრონებით" შეტევაში უკრაინელი სამხედროები არაერთხელ დაადანაშაულა. კიევი ბრადებებს ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S