ამინდის 12 –14 მაისის პროგნოზი
11/05/2023 10:00:31 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება.
"მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. 13 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით პერიოდში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4–ბალიანი შტორმული ღელვა იქნება. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


