
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
11/05/2023 09:49:25 საზოგადოება
უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას სხვა მებრძოლები ავრცელებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო მომხდარის შესახებ ინფორმირებულია. საგარეო უწყების ცნობით, განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ომში 44 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.