Accentnews.ge
FT: რუსეთის გავლით ტრანზიტის დროს ევროკავშირიდან გაგზავნილი მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელი „დაიკარგა“

FT: რუსეთის გავლით ტრანზიტის დროს ევროკავშირიდან გაგზავნილი მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელი „დაიკარგა“

11/05/2023 09:47:28 მსოფლიო

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან სომხეთში, ყირგიზეთში და ყაზახეთში გაგზავნილი დაახლოებით, მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი რუსეთის ტერიტორიაზე „დაიკარგა“, –იუწყება Financial Times (FT).

გამოცემის ცნობით, ღია მონაცემების თანახმად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სატნაზიტო საქონელი შევიდა.

"ევროპაში წარმოებული საქონლის, მათ შორის ორმაგი დანიშნულების ტვირთის - სანქციების ქვეშ მყოფი პროდუქტების მიმღებად გაფორმებული იყო სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. საქმე ეხება პროდუქტს, რომლის გამოყენება სამხედრო მიზნებითაც შეიძლება. რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ევროკავშირის საბაჟო დეკლარაციებში დანიშნულების ყალბი პუნქტის მითითებით ახერხებდა. ის საქონელი, რომლის შეტანა რუსეთში აკრძალული იყო, მაგალითად, თვითმფრინავების კომპონენტები, ოპტიკური აგრეგატები, გაზის ტურბინები, ამ გზით ევროკავშირიდან პირდაპირ რუსეთში ხვდებოდა ვითომ ტრანზიტის მიზნით", – იტყობინება FT.

„სად შეიძლებოდა ეს საქონელი წასულიყო? რატომ დასჭირდათ მათ უცბად, სწორედ ამ პერიოდში ეს პროდუქტები? ვის სჭირდება რეგიონში ეს საქონელი ყველაზე მეტად? ცხადია, რომ რუსეთს", ამტკიცებს ესტონეთის მინისტრი სანქციების საკითხებში ერკო კოდარი.

როგორც გამოცემა წერს, "ამ ექსპორტის დიდი ნაწილი მოდის ბალტიის ქვეყნებზე".

"ამავე დროს რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არ უჭერენ მხარს სანქციებს, შენიშნულია გარკვეული კატეგორიის პროდუქტების იმპორტის ზრდა. სავარაუდოდ, შემდეგ ისინი რუსეთში შეჰქონდათ. ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ სანქცირებული საქონლის რუსეთში სხვა გზებით შეტანის წინააღმდეგ იბრძოლებს. მაისში ბრიუსელმა რუსეთის გავლით ორმაგი დანიშნულების საქონლის შეტანა აკრძალა. სანქციების რიგით მე-11 პაკეტში, რომელსაც ევროკავშირის ქვენები ახლა განიხილავენ, მათ შორის შემოთავაზებულია იმ აკრძალული საქონლის სიის გაფართოება, რომელიც რუსეთში მესამე ქვეყნების გზით ხვდება", – იუწყება FT.

„სად შეიძლებოდა ეს საქონელი წასულიყო? რატომ დასჭირდათ მათ უცბად, სწორედ ამ პერიოდში ეს პროდუქტები? ვის სჭირდება რეგიონში ეს საქონელი ყველაზე მეტად? ცხადია, რომ რუსეთს,“ ამტკიცებს ერკო კოდარი, ესტონეთის მინისტრი სანქციების სფეროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S