
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: "საქართველო სანქციების აღსასრულებლად დამაკმაყოფილებელ ზომებს იღებს"
11/05/2023 08:59:36 ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ( IMF) მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი დამაკმაყოფილებელ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო სანქციების აღსასრულებლად.
“პარტნიორი ქვეყნებისგან ვიცით, რომ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით საქართველო და განსაკუთრებით, ეროვნულმა ბანკი დამაკმაყოფილებელ ზომებს იღებს. ეს არის რასაც ვისმენთ იმ ქვეყნებიდანაც, რომლებმაც საქნციები დააწესეს. სანქციებთან დაკავშირებით პოტენციური რისკი არსებობს, თუმცა როგორც ვთქვი, საქართველო ასრულებს ამ დაწესებულ სანქციებს”,- აცხადებს, BM.GE-ს ცნობით, ჯეიმს ჯონი.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში შეინიშნება სავაჭრო პარტნიორების ცვლილება, თუმცა ეს საქართველოსთვის ნაკლებად პრობლემურია. BM.GE-ის ინფორმაციით, საუბარია რუსეთთან გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე, რომელზეც IMF საკუთარ ანგარიშშიც მიუთითებდა და წერდა, რომ ომის პირობებში ცენტრალური აზიის ქვეყნებმა რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაზარდეს.