ტრამპი ამბობს, რომ ახლა პუტინის ომის დამნაშავედ გამოცხადების დრო არ არის
11/05/2023 08:48:27 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ამბობს, მიიჩნევს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავედ.
10 მაისს ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მოგვიანებით უნდა განიხილონ, რადგან "თუ დღეს იტყვი, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, გაცილებით რთული იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევა".
ტრამპმა განაცხადა ისიც, რომ უკრაინაში შეჭრა პუტინის შეცდომა იყო და ეს არ მოხდებოდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავად რომ ყოფილიყო.
ტრამპმა არ უპასუხა შეკითხვას, სურს თუ არა უკრაინის გამარჯვება ამ ომში. ექსპრეზიდენტის განცხადებით, ის ფიქრობს არა გამარჯვებაზე ან დამარცხებაზე, არამედ იმაზე, რომ ხალხი აღარ იხოცებოდეს.
ტრამპი ირწმუნება, რომ ომის შეწყვეტა 24 საათში შეუძლია.
მილიარდერი აშშ-ის პრეზიდენტი 2017 – 2021 წლებში იყო პრეზიდენტი. მას ოპონენტები ვლადიმირ პუტინისადმი ლოიალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ.
ტრამპმა 2022 წელს განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.


