Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად მეტი დრო სჭირდება

ზელენსკი: უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად მეტი დრო სჭირდება

11/05/2023 08:41:02 მსოფლიო

უკრაინასრუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად მეტი დრო სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ევროპულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მათ შორის ბრიტანულ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"წინსვლა და წარმატების მიღწევა დღეს არსებული საშუალებებითაც შესაძლებელია, მაგრამ დიდი ადამიანური დანაკარგის ფასად, რაც დაუშვებელია", – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა დასავლეთისგან დაპირებულ მეტ სამხედრო დახმარებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას ელოდება.

ბოლო თვეებში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევის დაწყებას მიმდინარე წლის გაზაფხულზე გეგმავდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S