Accentnews.ge
რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას აუქმებს

რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას აუქმებს

10/05/2023 18:27:06 მსოფლიო

რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას აუქმებს, რომელიც მონაწილეებისთვის შეზღუდვებს აწესებს საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობაზე. ამის შესახებ ნათქვამია კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებაში.

ტექსტის მიხედვით, პრეზიდენტი პარლამენტში ხელშეკრულების დენონსირების განხილვისას ოფიციალურ წარმომადგენლად ნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგეი რიაბკოვს.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას 1990 წელს პარიზში მოაწერეს ხელი ნატოს 16 ქვეყნისა და ვარშავის პაქტის ორგანიზაციის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა. დოკუმენტი განახლდა 1999 წელს, მაგრამ რატიფიცირებულ იქნა მხოლოდ ოთხი მონაწილის მიერ. ეს ქვეყნები არიან: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ბელარუსი.

2007 წელს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტების შეჩერების შესახებ მანამდე, სანამ ნატოს ქვეყნები მოახდენდნენ მის რატიფიცირებას. მაშინ ალიანსმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები ხელს არ უწყობს ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

თებერვალში პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აჩერებს ქვეყნის მონაწილეობას New START-ში, შეერთებულ შტატებთან დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირებას. შეთანხმება არ ითვალისწინებს ცალმხრივ შეჩერებას. ამდენად, მოსკოვმა უბრალოდ უარი თქვა მის შესრულებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S